„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია “თბილისი პრაიდის” ორგანიზებით გუშინ გამართული ღონისძიებისა და პარალელურად განვითარებული მოვლენების შესახხებ საუბრობს.
როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, დაპირისპირებულმა ჯგუფებმა არც კი იციან, რის გამო უპირისპირდებიან ერთამენთს.
„ადამიანები არ დაზიანებულან, როგორც ჩემთვის ცნობილია. უბრალოდ, ჩემთვის, როგორც არ ქვეყნის მოქალაქისთვის, ძალიან სამარცხვინო ფაქტია ის, რომ ჩვენ ქართველები ერთმანეთს დავსდევთ ქალაქის ქუჩებში და არც კი ვიცით, რის გამო ვაკეთებთ ამას. ქვეყანაში გვაქვს ისეთი სიტუაცია, როდესაც მოქალაქეების ორი ჯგუფი ერთმანეთს დასდევს იმის გამო, რომ ვიღაც ისეთია, როგორიც არის. ეს არის პრობლემა და ყველანაირი ტესტის ჩავარდნა. პოლიციამ ჩააბარა თუ არა უსაფრთხოების ტესტი? – თუ ადამიანები არ დაშავებულან და ავიცილეთ ჯანმრთელობის დაზიანებები, მაშინ გამოდის, რომ ეს ტესტი ჩაბარებულია, უბრალოდ, თუ სახელმწიფოებრივად ვუყურებთ ამ საკითხს, რამდენად საკმარისია ეს, სხვა ამბავია”,- განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, გუშინ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა. პარალელურად, ღონისძიების ჩატარებას რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლები აპროტესტებდნენ.
ადგილზე, სადაც ფილმი უნდა ეჩვენებინათ, რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა კვერცხების და ბოთლების სროლა დაიწყეს მაშინ, როდესაც ღონისძიების სტუმრები ტერიტორიაზე მივიდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ ელჩები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
რადიკალური ჯგუფის მიერ ორგანიზებულ აქციაზე სულ 12 აქტივისტი დააკავეს.










