fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სამგორის რაიონში, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერი რეაბილიტირდა

12:06 ნოემბერი 25, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
788
ნახვა

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე მეტად, რაც დღეს ქალაქს სჭირდება, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა.

„ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობას ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ყველა ხედავს, რამდენი სკვერი თუ გზაგამყოფი მოეწყო, რამდენი პარკი რეაბილიტირდა. სადაც შესაძლებელია, ყველაფერს ვამწვანებთ. ყველაზე მეტად, რაც დღეს ჩვენს ქალაქს სჭირდება, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა, რადგან ეს თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე აისახება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია მწვანე სივრცეების არსებობა, მოწესრიგება და განახლება. დღეს კიდევ ერთ პროექტს წარმოდგიდგენთ – გარემოს დაცვის საალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე, განათებისა და სარწყავი სისტემები მოეწყო. პარკში სხვადასხვა სახეობის 484 ხე და 62 ძირი ბუჩქი დაირგო.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ არსებული რეკრეაციული სივრცის მოწყობა ადგილობრივი მაცხოვრებლების დიდი სურვილი იყო.

„ჩვენ რასაც მოსახლეობას ვპირდებით, იმას ვასრულებთ. შეიძლება, დღეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არ შეგვეძლოს, მაგრამ ამის თქმის არ გვერიდება და ეს სწორი დამოკიდებულებაა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რატომ ვერ აკეთებ კონკრეტულ რამეს და მას როდის გააკეთებ. ეს კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. უკვე სამი წელია, რაც დედაქალაქის მთავრობაში ვართ. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, პრობლემები, რასაც მოგვარება სჭირდება. გუნდს, რომელსაც დედაქალაქის მთავრობის სახით წარმოვადგენთ,  დიდი ენთუზიაზმი აქვს და მაქსიმალურად ვართ მობილიზებული, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ. საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა კი, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობთ, ჩვენთვის დამატებითი სტიმულია. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი გახდეს ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, გამწვანებული, გამართული ინფრასტრუქტურითა და განახლებული ტრანსპორტით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

თეგები: კახა კალაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

იანვარი 24, 2022
770
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

დეკემბერი 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია