სოციალურ ქსელში ზუგდიდში, “საქართველოს ბანკში” მძევლად აყვანილი ირაკლი კვარაცხელია გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.
“სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამოდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ალბათ, ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ.” – წერს ირაკლი კვარაცხელია.











