სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ზველი მხიზეს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი სახეობა გამოავლინეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„გენომიკის ჩვენმა მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკაში SARS-COV-2 ვირუსის ახალი სახეობა გამოავლინეს. შეგროვებული მტკიცებულებები იმაზე მიანიშნებს, რომ ამჟამინდელი მეორე ტალღა ამ ახალმა სახეობამ განაპირობა“, – აღნიშნა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ არ არსებობს რამე მინიშნება, რომ ვირუსის ახალი შტამი განსხვავებულად იქცევა.











