მექსიკაში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
კოვიდის ახალი ვარიანტი 56 წლის ადამიანს დაუფიქსირდა, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა და მექსიკაში ამსტერდამიდან 28 დეკემბერს ჩავიდა.
შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა კოვიდი ახალი ვარიანტის შესახებ 14 დეკემბერს განაცხადა.
მიმოხილვა: რატომ მიიპყრო კოვიდის ახალმა შტამმა მეცნიერების ყურადღება – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ











