fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მიმოხილვა: რატომ მიიპყრო კოვიდის ახალმა შტამმა მეცნიერების ყურადღება – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

15:18 დეკემბერი 21, 2020
წაკითხვის დრო:2 mins read
A A
0
13.8k
ნახვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მეცნიერებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა დღემდე ცნობილ შტამზე 70%-ით უფრო გადამდებია.

COVID-19-ის  ახალი სახეობის გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში, ლონდონის ჩათვლით, ეპიდემიოლოგიური საფრთხის უმაღლესი – მეოთხე დონე და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.

სწრაფად გავრცელებადი შტამის გამო ევროპის ქვეყნებმა გაერთიანებულ სამეფოსთან საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს.

გერმანიამ, იტალიამ და ნიდერლანდებმა ბრიტანეთიდან ფრენები შეწყვიტეს. გაერთიანებული სამეფოდან ავია და საზღვაო რეისებზე შეზღუდვები დააწესა ირლანდიამაც. ამასთან, ქვეყანასთან საჰაერო და სარკინიგზო საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება ბელგიამაც მიიღო.

ასევე, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ბრიტანეთიდან საქართველოში ჩამომსვლელმა ადამიანებმა 12-დღიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ.

|რატომ მიიპყრო კოვიდის ახალმა შტამმა მეცნიერების ყურადღება

არსებობს სამი მიზეზი, რატომაც კოვიდის ახალმა შტამმა საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია.

  • ახალმა შტამმა მალევე ჩაანაცვლა ვირუსის სხვა არსებული ვარიანტები
  • ახალი მუტაცია გავლენას ახდენს ვირუსის ისეთ ნაწილზე, რომელიც შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი იყოს
  • პირველადმა ლაბორატორიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ზოგიერთმა მუტაციამ ვირუსის მიერ უჯრედის დაინფიცირების უნარი გაზარდა

თუმცა, ჯერჯერობით დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეგვიძლია, რადგან მეცნიერები კვლევის პროცესში არიან.

|რამდენად სწრაფად ვრცელდება

WHO-ს განცხადებით, კოვიდის ახალი ფორმა დიდ ბრიტანეთში პირველად სექტემბერში აღმოაჩინეს. ნოემბერში ლონდონში დაფიქსირებული ვირუსის ახალი შემთხვევების დაახლოებით მეოთხედი ახალ შტამს უკავშირდებოდა. ეს რიცხვი დეკემბრის შუა რიცხვებში 2/3 გახდა.

„ჯერჯერობით წინასწარ რამის თქმა ძალიან ადრეა. მაგრამ რასაც ვუყურებთ, ვირუსი  დღემდე ცნობილ შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება. მეცნიერებმა, რომლებიც ახალ სახეობას იკვლევენ, მითხრეს, რომ, შესაძლოა ვირუსის ეს სახეობა 70%-ით უფრო სწრაფად გავრცელებადი იყოს. უნდა დავაკვირდეთ“,- განაცხადა Imperial College-ის პროფესორმა, ერიკ ვოლცმა.

ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ახალი შტამი სიცოცხლისთვის უფრო საშიშია, ან დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევს.

MK LHL testing data showing increasing prevalence of H69/V70 variant in positive test data – which is detected incidentally by the commonly used 3-gene PCR test. pic.twitter.com/1U0pVR9Bhs

— Tony Cox (@The_Soup_Dragon) December 19, 2020

|რომელ ქვეყნებში გავრცელდა ახალი ტიპის კორონავირუსი

WHO-ს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ, კოვიდის ახალი სახეობის 11 შემთხვევა დაფიქსირდა.

ვირუსის ახალი შტამი აღმოჩენილია დანიაში, ავსტრალიაში, ნიდერლანდებში, სამხრეთ აფრიკასა და იტალიაში.

Where have we seen these variants so far?

For the UK variant:
In the UK, we see sequences from England, Wales (a little hard to see) and Scotland. None in Northern Ireland so far.https://t.co/sdLXMBLlQ4

5/N pic.twitter.com/pIRhFsOuB6

— Dr Emma Hodcroft (@firefoxx66) December 19, 2020

|მსგავსი რამ ადრეც მომხდარა?

დიახ.

კოვიდის ის ფორმა, რომელიც თავდაპირველად ქალაქ უჰანში აღმოაჩინეს და COVID-19-ის მსოფლიოში შემდგომ გავრცელებული ვარიანტი ერთი და იგივე არ არის.

კოვიდის მუტირებული ფორმა D614G ევროპაში თებერვლის თვეში გამოჩნდა და შემდეგ გლობალურად გავრცელდა.

მოგვიანებით ევროპაში ვირუსის კიდევ ერთი სახეობა A222V-ი გამოჩნდა, რომლის წარმოშობაც მეცნიერებმა ესპანეთში საზაფხულო არდადეგებს დაუკავშირეს.

არსებობს კოვიდის მუტირებული სხვა ფორმებიც.

|საიდან წარმოიშვა კოვიდის ახალი შტამი

ვირუსის ახლადაღმოჩენილი შტამი უჩველოდ არის მუტირებული.

სავარაუდოდ, ახალი ვარიანტი  იმ პაციენტის ორგანიზმში წარმოიშვა, რომლის იმუნურმა სისტემამაც კოვიდის დამარცხება ვერ შეძლო და ამიტომ ვირუსმა ორგანიზმი მუტაციისთვის გამოიყენა.

ლონდონის Imperial College-ის კოლეჯის ინფექციური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელის, ვენდი ბარკლაის განცხადებით, კორონავირუსის ახალ სახეობას, რომელიც ამ დროისთვის ბრიტანეთში ვრცელდება, ბევრი მუტაცია აქვს.

„ჩვეულებრივი ვირუსები ერთმანეთისგან ერთი ან ორი ცვლილებით განსხვავდებიან, მაგრამ ახალ შტამს ერთდროულად 22 მუტაცია აქვს. ეს არის ერთგვარი საგანგაშო ზარი, მაგრამ ბიოლოგიურად შესაძლებელია, რომ ვირუსმა ამ მუტაციების გამო ქცევა შეიცვალოს“,- აღნიშნა ვენდი ბარკლაიმ.

|ნიშნავს ეს იმას, რომ ვირუსი უფრო მომაკვდინებელი გახდა?

ჯერჯერობით ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

|ვაქცინა კოვიდის  ახალი სახეობის წინააღმდეგაც ეფექტიანი იქნება?

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, Pfizer/BioNTech-ის  ვაქცინა კოვიდის ახალი სახეობის წინააღმდეგაც ეფექტიანი იქნება.

მისი თქმით, ვაქცინა თავის ეფექტიანობას შეინარჩუნებს.

იენს შპანის განცხადებით, ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მათ ვირუსთან დაკავშირებით იციან,  კოვიდის ახალი სახეობა ვაქცინაზე გავლენას ვერ მოახდენს.

თუმცა, დაზუსტებით ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეგვიძლია, რადგან სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

თეგები: ახალი ტიპის კორონავირუსი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ანგელა მერკელის თქმით, კორონავირუსის მუტაცია პანდემიის კონტროლს ართულებს

იანვარი 21, 2021
965
მსოფლიო

მექსიკაში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა

იანვარი 11, 2021
920
საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 23 ადამიანი გარდაიცვალა

იანვარი 11, 2021
963

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია