WHO-ს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ, კოვიდის ახალი სახეობის 11 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, კორონავირუსის ახალი სახეობის 9 შემთხვევა დანიაში დაფიქსირდა, თითო-თითო შემთხვევა კი ნიდერლანდებსა და ავსტრალიაში იქნა აღმოჩენილი.
ორგანიზაციის პრესსპიკერის განცხადებით, ევროპის ქვეყნებმა ახალი ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კონტროლი უნდა გააორმაგონ.
ამომწურავი ინფორმაცია ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება











