საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტის არჩეულ წევრებს მიმართავს და 20 აპრილს, დილის 09:00 საათიდან ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ეპატიჟება.
„მივმართავ საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს – გეპატიჟებით შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად ევროკავშირის წარმომადგენლობაში, ხვალ, სამშაბათს, 09:00 საათიდან. დიდი მადლობა“, – წერს „ტვიტერზე“ ჰარცელი.










