სამტრედიაში, „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დევი ჭანკოტაძის საარჩევნო ბანერს საღებავი შეასხეს.
დეპუტატობის კანდიდატის ბანერი ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე არის განთავსებული. პარტიაში განმარტავენ, რომ ეს ფაქტი შესაძლოა მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან იყოს წახალისებული. მათი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წინასაარჩვნო კამპანიის დროს სხვადასხვა ფორმით აგიტაციაში ხელს უშლიან.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პლაკატებისა და ბანერების დაზიანება საარჩევნო აგიტაციაში ხელის შეშლად ითვლება, რაც პირის იდენტიფიცირების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალსწინებს.











