„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, სერგი კაპანაძე, „ნაციოინალური მოძრაობის“ თავმჯდომარი, გრიგოლ ვაშაძლის ინტერვიუს ეხმაურება.
როგორც სერგი კაპანაძე ამბობს, სამწუხაროა, რომ კეთდება ისეთი განცხადებები, რომლებიც გაუგებრობებს იწვევს არამხოლოდ საზოგადოებაში, არამედ ოპოზიციურ პარტიებში.
„დღეს გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებში პოზიცია არის შეთანხმებული და ოპოზიცია ერთად აყენებს მოთხოვნებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ კეთდება ისეთი განცხადებები, რომლებიც გარკვეულ გაუგებრობებს იწვევს არამხოლოდ საზოგადოებაში, არამედ ოპოზიციურ პარტიებში, მაგალითად, „ევროპულ საქართველოში“, რადგან ის, რაზეც გუშინ იყო საუბარი, საერთოდ არ ვიცით, ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ რეგულარულად, ყოველდღიურად ვართ კონტაქტზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. აქედან გამომდინარე შემიძლია, გითხრათ, რომ არაფერი ჩაშლილა. მე არ ვიცი, რა ჩაიშალა. ასეთი განცხადებები იწვევს გაუგებრობას და გაუგებრობა ნამდვილად არ ეხმარება საერთო საქმეს. ასეთი განცხადებები იწვევს გაუგებრობას და კითხვებს და თან ეხება ისეთ საკითხს, რომელზეც წესით ინფორმაცია უნდა გვქონდეს, მაგრამ თან არ გვაქვს, არასწორი ინფორმაციაა თუ რამე სხვაზეა საუბარი, ამას ნათელი თუ მოეფინება, კარგი იქნება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე “რუსთავი 2-თან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პარტნიორი ელჩების შუამავლობით დაგეგმილი იყო მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ ეს ბოლო წუთს ჩაიშალა.











