საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 15 საჩივარია შესული, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„რუსთავის ოლქში შესულია ერთი საჩივარი, გლდანში -2, თელავში 1, ზუგდიდში – 4, ქუთაისში -5, ბათუმში -1 , ისანში -1 . რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიებს, ამ დროისთვის შესული საჩივრები 2 დღის ვადაში უნდა განიხილონ. აღნიშნული საჩივრების განხილვა დადგენილ ვადებში მოხდება.
რაც შეეხება შემაჯამებელი ოქმების კანონიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ის შეიძლება დღეს და ხვალ შევიდეს საოლქო საარჩევნო კომისიებში და შესაბამისად, სააოლქო საარჩევნო კომისიები კანონით დადგენილ ვადებში მოახდენენ საჩივრებთან დაკავშირებით რეაგირებას. ვადა გახლავთ 2 დღე.
დავაზუსტებ და გეტყვით უფრო დეტალურად, რომ თელავში მაგალითად ერთი საჩივარი ეხება უბნის ბათილობას, გლდანში და ქუთაისში იყო საჩივარი, რომელიც ეხება გადასატანი ყუთების ბათილობას, დანარჩენ შემთხვევებში არის დისციპლინური პასუხისმგებლობა მოთხოვნილი“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ცესკოს მონაცემებით, 17-ვე ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა











