ძალიან მაგარი შემადგენლობა და ძალიან მაგარი გუნდი წარვადგინეთ დღეს. აქ ძალიან კარგად არის ერთმანეთთან შეზავებული გამოცდილება, ეფექტიანობა, წარსული წარმატება და უკვე ნაკეთები საქმეები მოსახლეობაზე ზრუნვით და ასევე ახალგაზრდა სახეები, ახალგაზრდა ენთუზიაზმი, ენერგია და ეს არის წარმატების ფორმულა და გამარჯვების გარანტი, – ამის შესახებ მმართველი გუნდის საარჩევნო ოცეულის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა განუცხადა.
ნათია თურნავას თქმით, ეს არის საოცნებო გუნდი ანუ „დრიმ-თიმი“, რომელშიც ძლიერი ეკონომისტებიც არიან.
„მათ შორის არიან ჩვენი სამინისტროს სისტემის 2 შესანიშნავი ახალგაზრდა: მარიამ ქვრივიშილი და მარიამ ლაშხი, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ორივე ძლიერი მენეჯერი და კარგი ეკონომისტია“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
ეს დაგაინტერესებთ:
- გუშინ დასრულებული სპორტული კარიერა დღეს პოლიტიკაში გაგრძელდა – დავით კაჭარავა „ქართულ ოცნებაშია“
- საკალათბურთო ნაკრებიდან პოლიტიკურ გუნდში ისევ ცამეტია – ვიქტორ სანიკიძე “ქართულ ოცნებაშია“
- კახა კალაძე – იყო ბევრი გულდაწყვეტა, ტკივილიც, თუმცა შევძელით მთავარი, ადამიანმა დაიბრუნა საკუთარი ადგილი, ქვეყანა განვითარების შეუქცევად გზაზე დადგა
- ბიძინა ივანიშვილი – პირნათელი ვართ ხალხის წინაშე, ვაკეთებთ შესაძლებლობების მაქსიმუმს
- კანდიდატების კრიტერიუმი იყო პროფესიონალიზმი, პატიოსნება, განვლილი ცხოვრება – მამუკა მდინარაძე
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.
- „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარია ისევ პრემიერმინისტრის კანდიდატად დაასახელა.
- საკალათბურთო ნაკრებიდან პოლიტიკურ გუნდში ისევ ცამეტია – ვიქტორ სანიკიძე “ქართულ ოცნებაშია“
- რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, – პარლამენტის თავმჯდომარეობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ისევ არჩილ თალაკვაძეა.











