“ყველა სტრატეგიული პარტნიორი არის საქმის კურსში თუ, რატომ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. მე ვფიქრობ, ამაზე საუბარიც აღარ არის მიზანშეწონილი”,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
„ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ისივე როგორც ჩვენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობას. ვიქნებით აქტიურად ჩართულები, იქნება ეს საპარლამენტო საქმიანობა, თუ სხვა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის.










