fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საპატრიარქო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის მეთაურს საეკლესიო ისტორიის უხეშად დამახინჯებაში ადანაშაულებს

10:55 თებერვალი 26, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
828
ნახვა

ქართველოს საპატრიარქო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის მეთაურს ბესარიონ აპლიას საეკლესიო ისტორიის უხეშად დამახინჯებაში ადანაშაულებს.

„2021 წლის 19 თებერვალს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ტელევიზია ,,ამშეიკუშარასათვის“ მიცემულ ინტერვიუში დეკანოზმა ბესარიონ აპლიამ, რომელიც მიტროპოლიტ დავით ჭკადუას მიერაა ხელდასხმული მღვდლად და დღემდე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში იგულისხმება, უხეშად დაამახინჯა აფხაზეთში საეკლესიო ისტორიის საკითხები და რუსეთის პატრიარქ უწმიდეს კირილეს მიერ გამოცემული კალენდრის ფონზე განაცხადა: – კავკასიაში რელიგიური საკითხების მოგვარება კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და იერუსალიმის საპატრიარქოების კი არა, რუსეთის საპატრიარქოს პრეროგატივააო.
სიცრუეზე დამყარებული განცხადების ავტორს უნდა შევახსენოთ: ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები აღიარებულ კანონიკურ საზღვრებში თვითონ აგვარებენ ყველა საეკლესიო პრობლემას.
აფხაზეთი ისტორიულად საქართველოს ნაწილია როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკლესიურად. VIII საუკუნიდან აფხაზთა საკათოლიკოსო, XI საუკუნიდან სრულიად საქართველოს საპატრიარქო, XV საუკუნიდან ლიხთ-იმერეთის და აფხაზთა საკათოლიკოსო ჯერ ცენტრით ბიჭვინტაში, ხოლო XVI საუკუნიდან გელათში. იქნებ აგვიხსნას მამა ბესარიონმა, რატომ აღასრულებდნენ ქართულად წირვა-ლოცვებს ლიხთ-იმერეთის და აფხაზთა კათოლიკოსები, იოაკიმედან დაწყებული დოსითეოზით დამთავრებული?
იმიტომ, რომ ისინი ეროვნებით მოსახლეობა იყვნენ ქართველები და ქართველთა ნათესავი კავკასიელები: აბაშიძე, ჩხეტიძე, ლორთქიფანიძე, ქვარიანი, ერისთავი, ბაგრატიონი, წერეთელი და მოსახლეობა იყო ქართველი.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, XIX საუკუნეში, აფხაზეთის ეპარქიას ქართველი მღვდელმთავრები განაგებდნენ.
1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შექმნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მიტროპოლიტი ამბროსი. 1921-1993 წლებში ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელები ყოველთვის იყვნენ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციაში.
თავდაპირველად ეპარქია, 300 000 კაცთან ერთად, დევნილი აღმოჩნდა თავისი ისტორიული მიწა-წყლიდან 1993 წლის ცნობილი მოვლენების დროს და 2008 წელამდე დევნილი სასულიერო პირები მხოლოდ კოდორის ხეობაში მსახურობდნენ, ვიდრე ისინი საბოლოოდ არ იქნენ გამოდევნილნი აფხაზეთის ტერიტორიიდან. რაც შეეხება პატრიარქ ტიხონის მიერ აფხაზეთში უკანონოდ გაგზავნილ ეპისკოპოსს, პატრიარქი ტიხონი არ სცნობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას და ცდილობდა მისი პოზიციების შესუსტებას აფხაზეთში, მაგრამ პატრიარქ ტიხონს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია არასდროს განუხილავს რუსეთის ეკლესიის იურისდიქციის ფარგლებში, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში XX საუკუნეში ყოველთვის ქართველი მღვდელმთავრები იყვნენ და ეპარქია საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია, როგორც საქართველოს ეკლესიის განუყოფელი ნაწილი, დაადასტურა 1943 წლის ოქტომბერში რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა, როდესაც სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია თავის ისტორიულ საზღვრებში“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

თეგები: საპატრიარქო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 25, 2021
792
საზოგადოება

შედგება თუ არა დიალოგი საპატრიარქოსა და აფხაზურ ეკლესიას შორის 

ოქტომბერი 22, 2021
782
მთავარი ამბავი

10 ოქტომბერს ტაძრებში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება 

ოქტომბერი 9, 2021
854

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია