fbpx
18/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

20:41 სექტემბერი 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
962
ნახვა

საქართველოს საპატრიარქო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

“მიმდინარე წლის სექტემბერში ე.წ. „სუსის მასალების“ გავრცელება, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, უპირველეს ყოვლისა, წინასაარჩევნო დებატებში ეკლესიის ჩართვას და მისი მსახურების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

გაურკვეველი წარმომავლობის გამოქვეყნებულ ფაილებში ტყუილ-მართლის გარჩევა შეუძლებელია; ერთი კი ცხადია: ამ მასალამ ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს მისცა ცილისწამების, პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველი ჭორების გავრცელების საშუალება, რაშიც სხვებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი თავისი სკანდალური ქმედებებით ცნობილი რამდენიმე სასულიერო პირი, ე.წ. თეოლოგები საინფორმაციო საშუალებები და ზოგიერთი ტელევიზია.

ამასთან იკვეთება აღნიშნული ტელევიზიებისა და, ზოგადად, მასმედიის ორმაგი სტანდარტიც: საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორი მკვეთრად უარყოფითი რეაგირება ჰქონდათ მათ (ისევე, როგორც ყველას) არც თუ ისე დიდი ხნის წინ მასმედიის წარმომადგენლებზე და სხვა პირებთან დაკავშირებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ეთერში გაშვებაზე. ახლა კი თვითონ არიან დანაშაულის ხელშემწყობნი, – ცილისწამების მთავარი და ყველაზე ფართომასშტაბიანი გამავრცელებელნი, მათ შორის შერჩევითობის პრინციპით.

მაგ., ადრინდელ მნიშვნელოვან მოვლენებზე რომ არაფერი ვთქვათ, მათ ეთერში არაფერი გაჟღერებულა თუნდაც იმ საუბრების შესახებ, სადაც მღვდელმთავრების დაპატიმრებასა და საპატრიარქოს შტურმით აღებაზეა საუბარი; ეს ხომ მეტად საგულისხმო ინფორმაციაა?!

ცნობილია, საეკლესიო სასჯელის დადება, უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს; ამიტომაც აღნიშნული ფაილები, მათთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამო, გადაწყვეტილების მისაღებად გამოუყენებელია.

თუ კონკრეტული სასულიერო პირის შეუფერებელი ქმედების შესახებ რეალური მტკიცებულებების მოპოვება მოხდება, კომისიის მხრიდან საკითხის შესწავლისა და ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება.

გვინდა, ასევე, განვაცხადოთ: იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად ხდებოდა მღვდელმსახურთა უკანონო თვალთვალი და მოსმენები, ეს არის ყოვლად მიუღებელი, რადგან ასეთი ქმედება, უპირველეს ყოვლისა, საფრთხეს უქმნის სასულიერო პირებისა და მრევლის კომუნიკაციას და არღვევს ქრისტიანულ სწავლებაში აღსარების გაუთქმელობის უმთავრეს და ხელშეუხებელ პრინციპს, დაცულს, როგორც საქართველოს, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობით.

ეკლესია, თავისთავად, ყოველთვის იცავდა და დაიცავს აღსარების საიდუმლოს და არავის მისცემს უფლებას, აღსარების გაუთქმელობა აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე. პირველ რიგში, სწორედ ამის გამო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს მხრიდან სრულყოფილი გამოძიების დროულად დასრულება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს როგორც სასულიერო, ისე საერო პირთა უკანონო თვალთვალისა და მოსმენების გამო, ასევე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან მასალის გავრცელებაზე პასუხისმგებელნი”,- აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეგები: საპატრიარქო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 25, 2021
792
საზოგადოება

შედგება თუ არა დიალოგი საპატრიარქოსა და აფხაზურ ეკლესიას შორის 

ოქტომბერი 22, 2021
782
მთავარი ამბავი

10 ოქტომბერს ტაძრებში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება 

ოქტომბერი 9, 2021
854

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია