საფრანგეთი შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთში 19 მაისიდან კომენდანტის საათი 21:00-მდე გადაიწევს. 9 ივნისიდან საღამოს 11 საათამდე. 30 ივნისიდან კი საერთოდ მოიხსნება.
19 მაისიდან საფრანგეთში რესტორნებს, კაფეებსა და ბარებს ღია ტერასების გახსნის ნებას დართავენ, ამავე დღეს გაიხსნება მუზეუმები, კინოთეატრები და თეატრები.











