საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„ვერაფერი ვიგრძენი. შესანიშნავი იყო“,- უთხრა ვერანმა ექიმს, რომელმაც მას ვაქცინა გაუკეთა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 3,337,048 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს 78,965 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 232,977-ს შეადგენს.











