პროკურატურა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზისთვის ოთხწლიან პატიმრობას ითხოვს, აქედან ორ წელს პირობით სასჯელს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სარკოზის კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს. კერძოდ, ყოფილ პრეზიდენტს მოსამართლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. როგორც ბრალდების მხარე ამტკიცებს, სარკოზი მოსამართლისგან მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდა.











