საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, შესაძლოა, დეკემბრის ბოლო კვირიდან დაიწყოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, საფრანგეთშიც ევროპის წამლის სააგენტოს მიერ Pfzier-Bionteh-ის ვაქცინის დამტკიცებას ელოდებიან.
საფრანგეთს ვაქცინის 200 მილიონი დოზა წინასწარ აქვს შეკვეთილი. ქვეყანაში ვაქცინას პირველ ეტაპზე ხანდაზმული ადამიანები მიიღებენ.











