საფრანგეთის საელჩო საქართელოში, საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლის პირობებს აქვეყნებს
„2 ივლისიდან საქართველოდან მიმავალი ყველა მგზავრისთვის ნებადართულია საფრანგეთში შესვლა, იმ პირობით, რომ ისინი უნდა შედიოდნენ შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთში :
საფრანგეთის მოქალაქეები ან ევროკავშირის სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეები;
საფრანგეთის ან ევროკავშირის სხვა რომელიმე ქვეყნის ბინადრობის ბარათის მფლობელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან D ტიპის საფრანგეთის ვიზის მფლობელები;
საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ბიომეტრული პასპორტი და შემდეგი დოკუმენტები :
გამგზავრების და უკან დაბრუნების ბილეთი ;
დადასტურებული სასტუმროს ჯავშანი, მოწვევის წერილი ან ოფიციალური მოწვევა ;
საფრანგეთში ყოფნის მთელ პერიოდზე საკმარისი ფინანსური რესურსის დამადასტურებელი საბუთი, ნაღდი ფულით ან საბანკო ანგარიშზე;
სამედიცინო დაზღვევა მთელი ყოფნის პერიოდზე;
სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც გათავისუფლებული არიან შენგენის ვიზის ქონისგან (აშშ, კანადა, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სხვა) ;
შენგენის ვიზის მფლობელი ნებისმიერი სხვა პირი.
გარდა ამისა, საფრანგეთში ბინადრობის ნებადამრთველი დოკუმენტები, რომელთა ვადაც ამოიწურა 2020 წლის 16 მარტსა და 15 ივნისს შორის პერიოდში, გახანგრძლივდა 6 თვის ვადით.
თუ თქვენ ბრძანდებით საფრანგეთის მოქალაქე, რასაკვირველია, შეგიძლიათ, მეუღლესთან და შვილებთან ერთად შეხვიდეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე და დაუბრუნდეთ თქვენს საცხოვრებელს“,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
COVID-19 : საფრანგეთის კონტინენტურ ტერიტორიაზე შესვლის პირობები2 ივლისიდან საქართველოდან მიმავალი ყველა მგზავრისთვის…
Posted by Ambassade de France en Géorgie on ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2020











