საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში დაინფიცირების 453 763 შემთხვევა გამოვლინდა. 31 585 ადამიანი კი, გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.











