საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 27 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 302 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში ვირუსი დღემდე 1 981 827 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 44 548 გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, საფრანგეთში პირველ დეკემბრამდე საგანგებო შეზღუდვების რეჟიმი მოქმედებს.











