საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე ახალი რეგულაციები შევიდა ძალაში. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მათი ინფორმაციით, 21 ივლისიდან, ადამიანებს მუზეუმებსა და კინოთეატრებში შესასვლელად დასჭირდებათ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი ან ცნობა, რომ ბოლო პერიოდში ვირუსი გადაიტანეს.
უახლოეს პერიოდში საფრანგეთის პარლამენტი იმსჯელებს, გაავრცელებს თუ არა ამ შეზღუდვის მოქმედებას აგვისტოს თვიდან კაფეებში, რესტორნებსა და სავაჭრო ცენტრებში.
წინა დღით, 20 ივლისს, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 24 საათში ინფიცირების 18 000 შემთხვევა გამოვლინდა, წინა კვირას კი საშუალო მაჩვენებელი დღიური 7000 შემთხვევა იყო.











