საფრანგეთში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრდა. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.
ინფორმაციას lefigaro ავრცელებს.
საფრანგეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ნიცაში მომხდარი ტერაქტი ბარბაროსული აქტია. მისივე თქმით, საფრანგეთის მთავრობა სწრაფ და მტკიცე პასუხს გასცემს მომხდარს.
შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა.
საუდის არაბეთში კი, ქალაქ ჯედაში, ბასრი საგნით შეიარაღებული პირი საფრანგეთის საკონსულოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს თავს დაესხა.











