საფრანგეთის ქალაქ ავინიონში პოლიციამ შეიარაღებული მამაკაცი მოკლა, რომელიც მოქალაქეებს ემუქრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, პისტოლეტით შეიარაღებული მამაკაცი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. ინფორმაციას le Figaro ავრცელებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეირაღებული მამაკაცი პოლიციის ოფიცრებზე თავდასხმას აპირებდა.
შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა.
საუდის არაბეთში კი, ქალაქ ჯედაში, ბასრი საგნით შეიარაღებული პირი საფრანგეთის საკონსულოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს თავს დაესხა.











