საფრანგეთის სამეცნიერო საბჭოს პრეზიდენტის, ჟან-ფრანსუა დელფრესის პროგნოზით, საფრანგეთში, შესაძლოა კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიურმა რაოდენობამ 100 000-ს მიაღწიოს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, საფრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 52 010 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.











