საპროტესტო აქციებს სხვა ფორმა უნდა მივცეთ. კარგად უნდა მოვემზადოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ბევრი მოსაზრება გვაქვს და ახალი ფორმატები უნდა იყოს, რომ ერთი და იგივე, მოყირჭებული თემები არ ვაკეთოთ. ვფიქრობ, მარტის ბოლომდე არის ვადა და შეიძლება ბევრი რამ შემოტრიალდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე დასრულდა.










