fbpx
24/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველო ევროპის ნაცვლად, აფრიკაშია – გიორგი ვაშაძე

21:30 ივნისი 28, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
778
ნახვა

“40 711 645 000 – ეს არის საქართველოს მოქალაქეების და ქართული ბიზნესის ვალი საფინანსო ინსტიტუციებთან”, – ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პარლამენტში.

„ეს არის სხვა ვალი, მეორე ძალინ დიდი ვალი, რომელიც საქართველოში დაგროვდა, წინა გამოსვლისას რომ გაჩვენეთ, 33 489 000 000 ლარი – ეს კიდევ სხვა ვალია. შესაბამისად ამ 2 ციფრს თუ გავაერთიანებთ, რაც ბატონ ფინანსთა მინისტრს დავუთვალეთ წინა სხდომაზე – საქართველოში გამოდის, რომ ჯამური ვალი 74 200 654 000.

ეს არის ვალი, რომელიც ერთის მხრივ სახელმწიფომ, ანუ თქვენ დააგროვეთ სახელმწიფო ვალი და მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს და ბიზნესს აქვს ვალი საბანკო ინსტიტუციებისთვის.

ეს ვალი და ეს ციფრი მიუთითებს, რომ ყველაფერი ვალშია, ყველაფერი დალომბარდებულია, აბსოლუტურად უმძიმესი ვითარებაა ქვეყანაში.

რა მიიღო საქართველომ ამ ვალის ასეთი კოლოსალური ზრდით?

ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა ალბათ ბევრს ჰგონია, რომ შეიძლება გაიზარდა საქართველოში – “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში: დოლარში შემცირდა 147$-ით; წლიური ინვესტიციები შემცირდა 1 მლრდ დოლარიდან 616 მლნ დოლარამდე; საშუალო ხელფასი 134$-იდან შემცირდა 100$-მდე; სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა 82 500 ადგილით; 1 000 654 000 იყო სამუშაო ძალა – 200 000-მა ადამიანმა იმიტომ, რომ ვერ ნახა ადგილი ქვეყანაში დატოვა საქართველოს ტერიტორია. უმუშევრობა გაიზარდა.

შობადობა და დემოგრაფია – უმძიმესი ვითარება გვქვს, შემცირდა. ,,ქართული ოცნების” მოღვაწეობის პერიოდში ბატონო პრემიერო, განახევრდა ქორწინების რაოდენობა და ვართ უმძიმეს დემოგრაფიულ ვითარებაში და პირობები.

რა მიიღო საქართველომ ,,ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში? – საქართველო ევროპის ნაცვლად, რეალურად აფრიკაშია. ჩვენთან ისევე შიათ, როგორც აფრიკაში. ჩვენთან ისეთივე უმუშევრობის მაჩვენებელია, როგორც აფრიკაში. ჩვენთან ისეთივე დიდი ვალებია, როგორც აფრიკაში.

დღეს საქართველოში ფაქტობრივად ადამიანები ვალს იღებენ იმისთვის, რომ იყიდონ მედიკამენტები და ამის მაგალითია პენსიონრები. დღეს საქართველოში ადამიანები ვალით ყიდულობენ ყოველდღიურ საჭმელს – პურს. დღეს საქართველოში ვალის ვალით ცხოვრობს ხალხი. ჯერ აქვს ბანკის ვალი, მერე მიკროსაფინანსოში იღებს, რომ ბანკში გადაფაროს, მერე ესეც რომ არ ჰყოფნის, მიდის ლომბარდში და მერე კარგავს ქონებას!

დიახ! ქართული ოცნების” მოღვაწეობის და მმართველობის პერიოდში საქართველო გაღარიბდა/დაკარგა ეკონომიკა/დაკარგა პერსპექტივა. ქართველი ხალხი არის ვალებში! იხრჩობა ვალებში! სახელმწიფოს აქვს აკიდებული უზარმაზარი ვალი და პერსპექტივა არ ჩანს არსად”, – განაცხადა ვაშაძემ.

 

თეგები: გიორგი ვაშაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ჩვენ არ ვართ არც აქციების ორგანიზატორები და არანაირ საინიციატივო ჯგუფთან შეერთებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ – გიორგი ვაშაძე

ნოემბერი 25, 2021
794
პოლიტიკა

გიგი უგულავას განცხადებას ნამდვილად არ ვაფასებ პოზიტიურად – გიორგი ვაშაძე

ნოემბერი 10, 2021
788
პოლიტიკა

შეგვიძლია ყველას ერთად ერთი დიდი ისტორიული ნაბიჯი გადავდგათ – გიორგი ვაშაძე

ოქტომბერი 2, 2021
792

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია