საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის სარაგბო დაპირისპირება მაყურებლების დასწრების გარეშე ჩატარდება. გადაწყვეტილება რაგბი ევროპამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
თავდაპირველად შეხვედრა 14 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და მატჩი 1 ნოემბერს ჩაინიშნა. სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, ქართველი მორაგბეებისთვის აღნიშნული დაპირისპირება მნიშვნელოვანი არ არის, რადგან ბორჯღალოსნებმა ტურნირის ჩემპიონობა რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდეს.
რუსეთთან დაპირისპირებამდე ბორჯღალოსნები 23 ოქტომბერს შოტლანდიასთან ტესტ-მატჩს გამართავენ, 14 ნოემბრიდან კი 8 ერის გათამაშებაში ჩაერთვებიან, სადაც ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე ინგლისის ნაკრები იქნება.











