საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 07:34 საათზე დაფიქსირდა.
„მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრში, დაღესტანთან მოხდა. ბიძგების სიძლიერემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.











