fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ნატოში წევრობის “ფინიშის ხაზი” დიდი ხნის წინ გადაკვეთა – ფილიპ ბრიდლავი

11:02 აგვისტო 18, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
971
ნახვა

როცა საქართველოს ზომაზე ფიქრობ და აცნობიერებ იმას, თუ რამდენი გაიღო ქვეყანამ, დაინახავ, რომ ავღანეთის მისიაში მათზე მეტი წვლილი არავის მიუძღვის, – ამის შესახებ ნატო-ს ჯარების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა (გადამდგარი) ფილიპ ბრიდლავმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე საუბრისას კი ის ამბობს, რომ ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რაც დასავლეთმა მას სთხოვა და ნატოს ავღანეთის მისიისთვის იმდენი არავის გაუღია, რამდენიც საქართველომ.

გენერალი აცხადებს, რომ საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ის ალიანსის წევრობისთვის უკვე დიდი ხანია მზადაა. გენერალ ბრიდლოვს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

„მანამდე ევროპაში ამერიკის საჰაერო ძალებს და აფრიკაში ამერიკის საჰაერო ძალებს ვხელმძღვანელობდი და ძალიან კარგად ვიცოდი საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები და ის საქმიანობა, რასაც ქვეყანა არაჩვეულებრივად წარმართავდა იმისთვის, რომ დასავლეთში ინტეგრაცია მოეხდინა.

მას შემდეგ, რაც ნატო-ს ძალების მთავარსარდალი გავხდი, ერთ-ერთი ყველაზე პირველი რამ, რაც გავიგე, იყო ის, თუ რამდენი რამ გასცა საქართველომ ნატო-სთვის. მათ შეცვალეს ბევრი რამ, რაც ვთხოვეთ, იქნებოდა ეს მთავრობაში, თუ ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით ანგარიშვალდებულებების შემოღებით, კანონის უზენაესობით თუ სხვა.

ყველა ამ მიმართულებით პროგრესი არის. როგორც სამხედრო მეთაური, გეტყვით იმას, თუ რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. სულ მოსახლეზე არავის ჰყავს იმდენი ჯარისკაცი ავღანეთის ძალისხმევაში, რამდენიც საქართველოს. სულ მოსახლეზე არავის დაუკარგავს საქართველოზე მეტი ჯარისკაცი. როცა საქართველოს ზომაზე ფიქრობ და აცნობიერებ იმას, თუ რამდენი გაიღო ქვეყანამ, დაინახავ, რომ ავღანეთის მისიაში მათზე მეტი წვლილი არავის მიუძღვის.

მე უღრმესი პატივისცემა მაქვს ერთის მხრის საქართველოს შეიარაღებული ძალების სამოქალაქო ხელმძღვანელების მიმართ და მეორე მხრივ, ჩემი სამხედრო ძმებისა და დების მიმართ, რომლებიც მსახურობენ და რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს. საქართველოზე მეტი ნატო-სთვის არავის გაუღია. ჩვენ ისინი ძალიან გვიყვარს და მათი მადლიერები ვართ. სამოქალაქო სფეროში მე დიდი ექსპერტი არ ვარ. მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც ვთხოვეთ. მათ ყველა მოლოდინს გადააჭარბეს, როცა საქმე სამხედრო ადაპტაციას და წვლილის შეტანას ეხება. ჩემი აზრით, საქართველო უკვე გავიდა ფინიშის ხაზზე, როცა საქმე ნატო-სთვის გაღებულ წვლილს ეხება“, – განაცხადა გენერალმა ბრიდლავმა.

 

თეგები: NATOსაქართველო-ნატოფილიპ ბრიდლავი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნეს

აგვისტო 20, 2021
772
მთავარი ამბავი

ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს საქართველოს მოსახლეობის 76% უჭერს, ნატოში – 74%- NDI-ს კვლევა

აგვისტო 12, 2021
773
NATO Supreme Allied Commander Europe and Commander of the U.S. European Command General Philip Breedlove listens to a question during a news conference at the National Defence headquarters in Ottawa May 6, 2014. NATO will have to consider permanently stationing troops in eastern Europe as a result of the increased tension between Russia and Ukraine, the alliance's top military commander Breedlove said on Tuesday.  REUTERS/Chris Wattie (CANADA - Tags: POLITICS MILITARY) - GM1EA570GOO01
პოლიტიკა

ბრიდლავი: ბრიუსელისა და ვაშინგტონის მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა 19 აპრილის ხელმოწერაზე, რითაც შერიგებისკენ მიმავალი პროცესი შეაჩერა

აგვისტო 10, 2021
773

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია