„საქართველოს ბანკი“ ზუგდიდში ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს“, – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.
სპეცოპერაცია ზუგდიდში
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.
„ტერორისტები შეიჭრნენ“ – თვითმხილველი ზუგდიდის სპეცოპერაციიდან (ვიდეო)











