fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

22:40 აგვისტო 12, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
776
ნახვა

უკანასკნელ პერიოდში კოვიდინფექციის გავრცელების ზრდამ სამწუხაროდ, აუცილებელი გახადა ახალი შეზღუდვების დაწესება, – ასე აფასებენ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.

„ცხადია, ეკონომიკური აქტივობის ნებისმიერი შეზღუდვა არასასურველია განსაკუთრებით ისეთი გამოწვევების მქონე ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა. თუმცაღა, უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებულ ადამიანთა მატება და სიკვდილიანობის ზრდა არის ის ტკივილი, რომელსაც ჩვენ ყველანი განვიცდით და რომელმაც შეუძლებელია არ დაგვაფიქროს უმთავრესზე: ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, როგორც ყველას ერთიან პასუხისმგებლობაზე.

ბიზნესს ქმნიან ადამიანები და ბიზნესი არსებობს ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც საქმდებიან, იხდიან გადასახადებს და ქმნიან საკუთარ და ქვეყნის მომავალს. ამიტომაც, დღეს რთულია ვისაუბროთ შეზღუდვების ნეგატიურ ეფექტზე, მაშინ როცა ათასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლეა საფრთხის ქვეშ.

ამასთან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სახელით მივესალმებით ვაქცინაციის იმ მაღალ ტემპს, რაც ბოლო დღეებში ჩვენს ქვეყანაში ფიქსირდება. თითოეულმა ჩვენგანმა, უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა ერთობლივად დავძლიოთ ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების ერთ ნაწილში არსებული სკეპტიციზმი. დღეს ჩვენი ოჯახის წევრების, ნათესავების, მეგობრებისა თუ ახლობლების და სხვა მრავალთა სიცოცხლის შენარჩუნება პირდაპირპროპორციულ კავშირშია ვაქცინაციასთან.

დღეს ბიზნესი და შესაბამისად ეკონომიკა, ქვეყნის ხვალინდელი დღე უკავშირდება ეპიდემიის სწრაფი დასრულების საჭიროებას, რისი მიღწევის ერთადერთი რეალური და აბსოლუტურად კონკრეტული გზა არის სწრაფი ვაქცინაციაა. დღეისათვის შექმნილ რთულ ვითარებაში სრულიად მიუღებელია ამ პროცესისგან გამიჯვნა და შენივე თანამოქალაქეების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აგრძელებს თანამოქალაქეების ინფორმირების კამპანიას, რადგანაც უაღრესად მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაიზარდოს ვაქცინირებულთა ყოველდღიური რაოდენობა.

აქვე იმედს ვიტოვებთ, რომ ბოლო თვეებში ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპების გამო ახალი შეზღუდვები ვერ შეაჩერებს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის დაწყებულ პროცესს”. – აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში.

თეგები: შეზღუდვები

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ამსტერდამში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ

იანვარი 3, 2022
841
რეგიონები

გუდაურის მიმართულებით გზებზე შეზღუდვები დაწესდა

დეკემბერი 9, 2021
1k
მსოფლიო

 იტალიაში არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვები გამკაცრდა

დეკემბერი 7, 2021
821

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია