fbpx
04/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესტუმრა

20:45 თებერვალი 28, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
802
ნახვა

ცოტა ხნის წინ საქართველოს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. მას აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

მიშელი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, ასევე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გამგზავრება საოკუპაციო ხაზთან ადგილზე არსებული ვითარების პირადად გასაცნობად.

მისი ეს ვიზიტი ნაწილია ევროკავშირის “აღმოსავლეთის პარტნიორობის” ქვეყნებში ტურნესი, რომელიც მან მოლდოვაში დაიწყო. საქართველოს გარდა შარლ მიშელი უკრაინას ეწვევა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, შარლ მიშელის ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს, როგორც რეგიონში ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორის მხარდაჭერის გამოხატულებაა.

„შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის განსაკუთრებული დატვირთვა გამომდინარეობს იქიდან, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს, როგორც მის უმნიშვნელოვანეს პარტნიორს რეგიონში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, პრეზიდენტის ვიზიტების დღის წესრიგშია ორმხრივი ურთიერთობები, COVID-19-თან ერთობლივი ბრძოლა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მომავალი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ გამართავს, ხოლო ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.

თეგები: ევროპის საბჭოშარლ მიშელი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

შარლ მიშელი: თუ გვსურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, ჩვენს მეზობლებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ

ნოემბერი 30, 2021
779
პოლიტიკა

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დავადასტურე“ – შარლ მიშელი პუტინს ესაუბრა

სექტემბერი 8, 2021
795
პოლიტიკა

დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ – შარლ მიშელი

აგვისტო 24, 2021
778

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია