დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „შემოდგომის ერთა თასის“ პირველ ტურში ინგლისის ეროვნულ გუნდს შეხვდება.
ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მორაგბე სანდრო სვანიძეს ექნება.
შეგახსენებთ, საქართველოსა და ინგლისის ნაკრებები აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – 2003 წლის მსოფლიოს თასზე ქართველები 6:84, 2011 წლის ჩემპიონატზე კი 10:41 დამარცხდნენ.











