7-თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მინდორს დაუბრუნდა. „ბორჯღალოსნები“ კორონავირუსის პანდემიის პირობებში გამართულ პირველ ტესტ-მატჩში შოტლანდიის ნაკრებს შეხვდა და დიდი ანგარიშით, 48:7 დამარცხდა.
პირველი ნახევარ ქართველმა მორაგბეებმა 17:0 დათმეს. „ბორჯღალოსნებმა“ შოტლანდიელებისგან 3 უპასუხო ლელო მიიღეს.
მეორე ტაიმის დებიუტში საქართველოს ნაკრებმა ლელოს დადება შეძლო. 45-ე წუთზე თავი აკა ტაბუცაძემ გამოიჩინა და გარდასახვაც თავადვე შეასრულა. ამის შემდეგ შოტლანდიელებმა ჩვენს ნახევარზე 5 უპასუხო დადეს და საბოლოო ანგარიში, 48:7 დააფიქსირეს.
„ბორჯღლოსნები“ მომდევნო შეხვედრას ამჯერად 8 ერის ფარგლებში, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ 14 ნოემბერს გამართავენ.