დღეს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ეწვევა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ასევე შეხვდრები გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან, ასევე საქართველოს პარლამენტში – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კახაბერ კუჭავასთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან.











