გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, მურმან დუმბაძის განცხადებით, ის საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში იქნება, თუმცა სიის ნომერს არ ასაჯაროებს.
ამის შესახებ მურმან დუმბაძემ აჭარის ტელევიზიაზე, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას ისაუბრა.
„მე ვფიქრობ რომ მურმან დუმბაძე საქართველოს პარლამენტში იქნება. რაც შეეხება საარჩევნო სიას, ეს არის ჩემთვის მეორეხარისხოვანი. უახლოეს დღეებში საჯაროდ გაცხადდება საქართველოს მოქალაქეებისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ ნომერი 5-ის საარჩევნო სია 150 კაცის შემადგენლობით“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.
„არ ვიცი მერამდენე ვიქნები სიაში, მაგრამ გპირდებით მე ვიქნები საქართველოს პარლამენტში“
„არ ვიცი მერამდენე ვიქნები სიაში, მაგრამ გპირდებით მე ვიქნები საქართველოს პარლამენტში“- განაცხადა „ემსახურე საქართველოს“ ლიდერმა, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს წევრმა მურმან დუმბაძემ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.
Posted by აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი on ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2020











