პირველადი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი არხის სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა, – ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი ავრცელებს.
შესაბამისი სამსახურები ამ წუთებში ვითარებას სწავლობენ.
სავარაუდოდ, კიბერშეტევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური სასერვერო. მიმდინარეობს სარეზერვო სისტემაზე გადასვლა.











