fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველოს საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

14:12 ივლისი 1, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.6k
ნახვა

საქართველოს საელჩოს საკონსულო საბერძნეთის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს:

„გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში, 2020 წლის 5 ივლისიდან, მოქალაქეთა მიღება იწარმოებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID19) გავრცელებასთან დაკავშირებით დადგენილი რეგულაციების მიხედვით.

საკონსულოში მოქალაქეთა მიღება წარმოებს ვებ-გვერდზე www.geoconsul.gov.ge ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის შემთხვევაში, ორშაბათიდან – ხუთშაბათის ჩათვლით, 09:00 საათიდან – 13:00 საათამდე.

დადგენილი რეგულაციით, ერთი მოქალაქის მომსახურებაზე 20 წუთის ნაცვლად უნდა გამოიყოს 40 წუთი, რათა არ მოხდეს მოქალაქეთა ერთდროული თავმოყრა. ვინაიდან აღნიშნული რეგულაცია გამოიწვევდა ვიზიტორ მოქალაქეთა რაოდენობის მეოთხედამდე შემცირებას, საბერძნეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, საკონსულო სამსახურში შეიქმნა ისეთი პირობები, რომ შესაძლებელია 40 წუთში ოთხი მოქალაქის მიღება, შესაბამისად საკონსულო სამსახური აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.

მოქალაქეთა თავშეყრის მაქსიმალურად აცილების, ასევე მომსახურების გაუმჯობესებისა და ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მოცემულ პერიოდში მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ ცნობის აღება, შეუძლიათ ისარგებლონ საფოსტო (საკურიერო) გზავნილისა ან პირადად საბუთების ჩაბარების გზით ( “www.geoconsul.gov.ge” ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის გარეშე). ცნობის მისაღებად საჭირო წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.geoconsul.gov.ge. საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან ათი სამუშაო დღის განმავლობაში შესაძლებელია ცნობის აღება.

აქვე გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით:

1) დამონტაჟდა ფიზიკური ბარიერები, კერძოდ გამჭვირვალე პლასტმასის შირმები;
2) ყოველდღიურად, სამუშაოს დაწყების წინ ხორციელდება, როგორც პერსონალის, ასევე, ვიზიტორთა თერმოსკრინინგი;
3) ყოველი მოქალაქის ვიზიტის შემდეგ, ხდება სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკონსულოში ვიზიტისას საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი წესები:

მოქალაქე უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს თანმხლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს);

მოქალაქეს ეკრძალება საკონსულო სამსახურში გამოცხადება, თუ მას აღენიშნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, საერთო სისუსტე, ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ა.შ.) ან იყო მჭიდრო კონტაქტში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან;

მოქალაქე უნდა გამოცხადდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (პირბადე, ხელთათმანი);

მოქალაქე ვალდებულია საკონსულო სამსახურში შესვლისთანავე გამოიყენოს მისაღებში განთავსებული სადეზინფექციო საშუალება;

მოქალაქე ასევე ვალდებულია დაიცვას სოციალური დისტანცია და მოერიდოს მომსახურე პერსონალთან მჭიდრო კონტაქტს;

მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, რათა დაიცვათ საკუთარი და სხვების ჯანმრთელობა!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს: + 30 210 74 89 180“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფომაციაში.

თეგები: საბერძნეთისაქართველოს საელჩო საბერძნეთში

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

60 წელს ზემოთ აუცრელ მოქალაქეებს ჯარიმა დაუწესდებათ – საბერძნეთი ვაქცინაციის ზომებს ამკაცრებს

დეკემბერი 1, 2021
804
მსოფლიო

საბერძნეთი არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

აგვისტო 26, 2021
829
მსოფლიო

საბერძნეთში 13 სექტემბრიდან აუცრელ მოქალაქეებს კოვიდტესტს უფასოდ აღარ გაუკეთებენ

აგვისტო 24, 2021
811

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია