საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
„ხვალ, 2021 წლის 31 მარტს, გაიმართება მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომა.
სხდომაზე, სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, დღის წესრიგშია მღვდელ-მონაზონ ანდრიას (სარია) ბოლოდროინდელი საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შეფასებაც”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.











