საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უსამძიმბრებს ზურაბ ბაკურაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
„ზურაბის გარდაცვალება ელდასავით იყო მთელი საქართველოსთვის. ახალგაზრდა თაობის შესანიშნავი წარმომადგენელი, ქართული კულტურის სფეროში ღრმა კვალის დამტოვებელი, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ყოფილი მგალობელი, „ქართული ხმების“ ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი, პიროვნულადაც გამორჩეული ადამიანი საბოლოო ხვედრითაც გამორჩეული აღმოჩნდა.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი და მარადიული ცხოვრება ღვთის სასუფეველში მიმადლოს, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მხნეობა“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, „ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. შქმერში გზა ჩავარდა. მომღერალი, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა ხევში გადაიჩეხა. მომღერალს რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა. ზურა ბაკურაძე რაჭაში, დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. დაკრძალვის შემდეგ ის რამდენიმე დღით რაჭაში დარჩა. ზურა ბაკურაძე დღეს დაკრძალეს.











