„რეგულირების სააგენტომ შეაფასა და 12 დაწესებულებიდან 9 აკმაყოფილებს პირობებს, რომლებიც „ფაიზერის“ ვაქიცინისთვის არის საჭირო“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გაბუნია ამბობს, აღნიშნულ დაწესებულებებში უახლოეს მოამვალში ტრენინგები დაიწყება.
„ყურადღება ექცევა ვაქცინაციისთვის მზადებას. რეგულირების სააგენტომ შეაფასა და 12 დაწესებულებიდან 9 აკმაყოფილებს პირობებს, რომლებიც „ფაიზერის“ ვაქიცინისთვის არის საჭირო. ამ დაწესებულებებში დაიწყება ტრენინგი, მათი შერჩევის პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია 15-მდე დაწესებულება გვქონდეს შერჩეული იმ დროისთვის, როდესაც ვაქცინა საქართველოში ჩამოვა“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.











