საქართველოში ჩამოსვლაზე სააკაშვილის განცხადებებს უკვე იუმორი დაჰკრავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ჩვენ მივესალმებით მის ჩამოსვლას, თუ ის გარისკავს, მოახერხებს ჩამოსვლას, თუმცა ამაში ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული, რადგან არაერთი განცხადება მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით, მისი მხრიდან ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებებს უკვე იუმორის გრძნობა დაჰკრავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დაგაინტერესებთ: მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის ახალ თარიღს ასახელებს











