დღეიდან ჩინური ვაქცინა „სინოვაკით“ იმუნიზაციის პროცესი იწყება. „სინოვაკი“ „სინოფარმის“ მსგავსად, ინაქტივირებული ვაქცინაა.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, ადგილობრივი მარეგულირებლის დახმარებით „სინოვაკის“ გამოყენება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის გარეშე არის შესაძლებელი.
ცნობისთვის, რეგისტრაციის პირველ დღეს, პორტალის გახსნიდან ორი საათის განმავლობაში „სინოვაკის“ ვაქცინაზე 5 370 ადამიანი დარეგისტრირდა.











