დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩვენო უბნები 08:00 საათზე იხსნება. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, 150 მანდატიან პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული წესით იქნება არჩეული და მხოლოდ 30 მაჟორიტარული წესით.
არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი 1%-იანია, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში დეპუტატის გაყვანის შანსი აქვს იმ პარტიასაც, რომელიც ამომრჩევლის ერთპროცენტიან მხარდაჭერას მიიღებს.











