საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ისევ დმანისში, სოფელ სამებასთან მოხდა.
მიწისძვრა თბილისის დროით 11:04 საათზე ფიქსირდება.
ეპიცენტრი – დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 21 კმ_ში, სოფელ სამებასთან. მიწისძვრა 3.9 (ML) მაგნიტუდის იყო.
დმანისში ეს უკვე მე-16 მიწისძვრაა, რომელიც ერთ თვეში მოხდა.











