გაერო ახალ კვლევას აქვეყნებს სახელწოდებით „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“.
კვლევის მიხედვით, საქართველოში კაცებზე მეტი ქალი არ ეთანხმება აზრს, რომ კაცი სახლის საქმეებში უნდა ჩაერთოს.
კითხვას, ქალები და მამაკაცები თანაბრად უნდა იყვნენ თუ არა საოჯახო საქმეში ჩართული, უარყოფითად უპასუხა ქალების 21 და კაცების 14 პროცენტმა. შედეგებით გამოვლინდა, რომ სახლი კვლავ ქალის პასუხისმგებლობის სფეროდ აღიქმება და, შესაძლოა, ქალებს აქ მეტი გავლენისა და კონტროლის შენარჩუნება ამიტომაც ურჩევნიათ. ამასთან:
- კაცებისა და ქალების უმრავლესობა ამბობს, რომ კმაყოფილია ვალდებულებების არსებული განაწილებით.
- ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობა, ძირითადად, ქალს ეკისრება. სამიდან ორი ქალი ამბობს, რომ ჩვეულებრივ ან ყოველთვის, თავად ზრუნავს ბავშვზე.











