საქართველოში, ბოლო 24 საათში ერთსა და იმავე ადგილას მესამე მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მესამე მიწისძვრა თბილისის დროით 22:20 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კმ-ში, სოფელ სამებასთან მოხდა.
მიწისძვრის სიდიდემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.











