ამ დროისთვის ქვეყანაში ნახევარი მილიონი PCR ტესტის მარაგია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გარდა PCR ტესტებისა ქვეყანაში 200 000-მდე ანტიგენის და ანისტეხულების ტესტებია.
„ამ ეტაპზე მარაგში არის ნახევარი მილიონი PCR ტესტი, ასევე ჩვენ გვაქვს ანტიგენის და ანტისხეულების ტესტები, რომლის რაოდენობა ამ ეტაპზე თუ არ ვცდები არის 200 000-მდე და დამატებითი შესყიდვები კვლავ მიმდინარეობს და წარმოებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის კიდევ ერთი ანტირეკორდი 17589 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან გარდაიცვალა 5 ადამიანი.
ჯამში საქართველოში ინფიცირების 24562 შემთხვევაა დაფიქსირებული.











